ტრანს-ენგურის ეკონომიკური ურთიერთობები

არგუმენტები რეგულაციის სასარგებლოდ, ნაწილი 2

<p>კვლევის მიზანს წარმოადგენდა 2013 წლის ნოემბერიდან 2014 წლის დეკემბრამდე პერიოდში ტრანს-ენგურის ვაჭრობის მოცულობისა და სტრუქტურის დადგენა. ახალი მონიტორინგი კონცენტრირებული იყო ორ საკითხზე: 1. იმ ჰიპოთეზის შემოწმება, რომ რუსეთსა და აფხაზეთს შორის საზღვრის დაკეტვა სოჭის ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშების მსვლელობისას, 2014 წლის 7 იანვრიდან 21 მარტამდე და მოსამზადებელი პერიოდის განმავლობაში 2013 წლის ნოემბრიდან, გამოიწვევდა ტრანს-ენგურის ვაჭრობის მოცულობისა და ასორტიმენტის გაზრდას. 2. პირველი მონიტორინგის შედეგებმა გამოიწვია ქართველი და აფხაზი ექსპერტების, სამოქალაქო საზოგადოების, ხელისუფლებისა და ბიზნეს გაერთიანებების დაინტერესება. ამასთანავე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მონიტორინგის მეორე ეტაპის განხორციელების შესახებ, რომელსაც ტრანს-ენგურის ვაჭრობის ინდივიდუალური, სეზონური და უფრო ზოგადად, უნივერსალური მახასიათებლების იდენტიფიცირებისათვის ნაწილობრივ უნდა მოეცვა პირველი პერიოდი. (<a href="http://www.international-alert.org/resources/publications/trans-inguri-e... href="http://www.international-alert.org/resources/publications/trans-inguri-e...Русский</a>)</p>