„ენგურის კარიბჭის“ კანონიერი ბიზნესისთვის გახსნა

ქართული და აფხაზური კერძო კომპანიების ხედვა

Summary:

იქ, სადაც კონფლიქტები ხანგრძლივდება, დაზავების პოლიტიკური პროცესი ჩერდება, კავშირები ხალხთა შორის წყდება, ხოლო კონფლიქტის გამყოფი ხაზის გავლით ბიზნესარხების გახსნამ შეიძლება შეცვალოს არსებული რეალობა. ამ გზით იზრდება ურთიერთნდობა და უსაფრთხოება, თანადროულად კი წინ იწევს ეკონომიკა და ადვილდება ადამიანებს შორის ურთიერთობა.

International Alert-მა გამოიკვლია, არსებობს კი ქართულ-აფხაზური კონფლიქტის გამყოფი ხაზის გავლით თანამშრომლობისთვის პრაგმატული ხასიათის რაიმე წინაპირობა. წინამდებარე კვლევა სწავლობს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ორივე მხარის კერძო კომპანიების მიდგომებს, კომერციულ მოსაზრებებს და ურთიერთსაპასუხო წინადადებებს, რაც შეეხება ორმხრივ კანონიერებას და ხელშეწყობას კერძო ბიზნესის ურთიერთქმედებას.

(English/Русский)