„ენგურის კარიბჭის“ გახსნა კანონიერი ბიზნესისთვის

პოლიტიკური კომპრომისის პირობები

Summary:

ბიზნეს წრეები ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ორივე მხარეს სხვადასხვანაირად აფასებენ სარგებელს, რომლის მოტანაც კანონიერი ბიზნესისთვის „ენგურის კარიბჭის“ გახსნას შეუძლია და, ამ „კარიბჭის“ რეალურად გახსნის შემთხვევაში, წარმოქმნილი შესაძლებლობების გამოყენებასთან დაკავშირებით სხვადასხვა დონის მზაობას გამოხატავენ.

ამასთან, საქმიანი წრეების არცერთ წარმომადგენელს არ გამოუხატავს მზადყოფნა, ლობირება გაუწიოს საკუთარ ინტერესებს მათ პოლიტიკურ ხელისუფლებასთან, რათა მოხდეს ისეთი დროებითი ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზის შემუშავება და დანერგვა, რომელიც ხელს შეუწყობდა კონფლიქტის მხარეების გამყოფი ბარიერის გადაღმა წარმოებული ბიზნეს საქმიანობის დეკრიმინალიზაციას და ახალი ბაზრების და მიმართულებების გახსნას იმის გათვალისწინებითაც კი, რომ პოლიტიკური წინააღმდეგობების და უშიშროების საკითხების მოგვარებას შესაძლოა ათწლეულები დასჭირდეს. ბიზნეს წრეების აზრით, ასეთი გადაწყვეტილებები პოლიტიკური ნების არსებობას მოითხოვენ.

წინამდებარე კვლევაში აღწერილია პირობები, რომლებიც ხელს უწყობს, ან უშლის პოლიტიკური და საზოგადოებრივი ნების კონსოლიდაციას. ნების, რომელიც ბიზნესს როგორც ეკონომიკური ურთიერთობების, ასევე სახალხო დიპლომატიის სფეროში თავისი როლის შესრულების შესაძლებლობას მისცემდა. შემთხვევები, როდესაც კერძო სექტორმა შეძლო ზეგავლენა მოეხდინა მშვიდობის გამყარებაზე, და როდესაც ეკონომიკურმა პროცესებმა პოლიტიკური რეფორმები და ფართომასშტაბიანი საზოგადოებრივი ცვლილებები მოგვიტანა, გვიჩვენებენ, რომ პოლიტიკური ჩიხიდან გამოსავლის პოვნა შესაძლებელია, თუკი პოზიციების დაახლოვება ისეთ სფეროებში ხდება, რომლებშიც მხარეები ურთიერთქმედებენ, და რომლებიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ყველა მხარეს ცხოვრების ხარისხის და უშიშროების უზრუნველსაყოფად.

აშკარაა, რომ ასეთი პროცესები შეიძლება მშვიდობიანი მშენებლობის მამოძრავებელი ძალა გახდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც პოლიტიკური ნების და საზოგადოებრივი დაინტერესების გარკვეული დონე არსებობს.

(English/Русский)